2023 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, 4.2%-მდე შენელდება – მსოფლიო ბანკი

2023 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, 4.2%-მდე შენელდება – მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა, რომელშიც წარმოდგენილია რეგიონისა და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და პანდემიის შედეგების ზემოქმედების პირობებში. ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი მოსალოდნელი 5.5 პროცენტის ნაცვლად, 8.8 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

“სამხრეთ კავკასიაში 2022 წელს წარმოებული პროდუქციის მოცულობა 5.6 პროცენტით გაიზრდება – რაც უსწრაფესია ევროპის და ცენტრალური აზიის ქვერეგიონებს შორის.

წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი მოსალოდნელი 5.5 პროცენტის ნაცვლად, 8.8 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. აღნიშნულს ხელი შეუწყო შიდა მოთხოვნის აღდგენამ და ფულადი გზავნილების წმინდა მაჩვენებლის ზრდამ.

2023 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა შენელდება სავარაუდოდ 4.2 პროცენტამდე, რაც ასახავს 2022 წელს მძლავრი აღდგენის სტიმულის შესუსტებას, ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის შემცირებას და 2023 წელს რუსეთში წარმოებული პროდუქციის მოცულობის მოსალოდნელზე მკვეთრ ვარდნას.

2023 წელს მოსალოდნელია ფასების ზრდის ტენდენციის კლება, რადგან მოთხოვნა შემცირდება და გრძელვადიანი ფიქსირებული ფასის კონტრაქტები სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს საქართველოში ენერგომატარებლების ფასით გამოწვეული შოკების შერბილებას”, – წერია მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. 

მსგავსი სიახლეები

მარტში საქართველოს სავალუტო რეზერვები 76.8 მილიონი დოლარით გაიზარდა

მარტში საქართველოს სავალუტო რეზერვები 76.8 მილიონი დოლარით გაიზარდა

2025 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამ ზრდის…
რა ეტაპზეა Jan De Nul-ის მიერ ანაკლიის აკვატორიის დაღრმავება?

რა ეტაპზეა Jan De Nul-ის მიერ ანაკლიის აკვატორიის დაღრმავება?

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი ანაკლიის აკვატორიის დაღრმავების სამუშაოებს აქტიურად ასრულებს. კომპანიასთან სამწლიანი კონტრაქტი 2024 წლის სექტემბერში გაფორმდა.…
ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დამტკიცდა – როგორ დაეხმარება ბიზნესს სახელმწიფო?

ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დამტკიცდა – როგორ დაეხმარება ბიზნესს…

ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დამტკიცდა. “ქართული ოცნების” მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 31 მარტს გამოქვეყნდა. პროგრამა 5-წლიანია და მისი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის,…